იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სტიქიამ რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
შალამბერიძის თქმით, ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზიანით ორი ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.
„12-ვე მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველგან პრობლემები გვაქვს ქარის გამო. დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენები, რის გამოც სხვადასხვა მიმართულებით წყალმომარაგება შეწყდა, თუმცა დღის ბოლომდე წყალმომარაგება მთლიანად აღდგენილია. ქარმა 70-მდე შენობას სახურავი გადახადა, მოთხარა ხეები, გვაქვს ზიანი. დაგვიზიანდა ორი ადამიანი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
კომენტარები