სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ქალაქის მერიის თანამშრომელი ემსხვერპლა. შემთხვევა საღამოს ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
მანქანაში სიღნაღის მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამი ქალიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. შედარებით მძიმეა ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ჯერ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში, ხოლო შემდეგ კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
მეორე დაშავებულს მკურნალობა წნორის საავადმყოფოში უტარდება.
კომენტარები