საახალწლო ღონისძიება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გურიაში 13 იანვარს უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო 15 იანვრისთვის გადაიდო, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
„სამივე მუნიციპალიტეტში ორდღიანმა ძლიერმა ქარმა საკმაოდ ბევრი პრობლემა წარმოშვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების და რამდენიმე ტაძრის სახურავები. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, ბუნებრივი არის მილები. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. წაქცეულია 50-მდე ხე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობებს და ინფრასტრუქტურას. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზუსტ ზარალს“, – აცხადებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.