ისრაელი ტურისტებს ინდოეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს და თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ასევე აღნიშნულია, რომ მოგზაურებმა თავი უნდა აარიდონ სანაპირო ზონებს, კლუბებსა და ბაზრობებს.
როგორც BBC წერს, ინდოეთი ისრაელში მცხოვრებთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. ახალგაზრდები ხშირად სტუმრობენ გოას.
კომენტარები