შალვა პაპუაშვილი ვახტანგ კიკაბიძის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს“, – წერს პაპუაშვილი.
კომენტარები