საგარეჯოში, სასტიკი დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი სახელდება.
,,კურიერის” ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი ჰქონდა.
თუ როდის დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი, დეტალები უცნობია.
საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი ვალერი მათიაშვილი “კურიერს” მომხდარის დეტალებს კლინიკიდან უყვება.
შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მას დამიზნებით იმ დროს ესროლა, როდესაც იქვე მდებარე მაღაზიის თანამშრომლების დახმარებას ცდილობდა. ვალერი მათიაშვილთან ერთად შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა ყველა, ვინც ეზოში გამოვიდა. ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის ტყვიამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.
მათგან ორი – დავით ნასრაძე და ზაზა ჩიხლაძე – ბიძაშვილები იყვნენ. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი ნოდო რჩეულიშვილი და მისი მეგობარი ზაქრო მათიაშვილიც.