Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ Fitch-ის ახალ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.
„Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება დაკავშირებულია იმ მაკრო-ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა უკვე წლებია ატარებს, მათ შორის, ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან და იმ სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ჩვენ საინვესტიციო რეიტინგამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს“, – განაცხადა ცინცაძემ.