ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, არ ვერევით მისი დაცვის მხარის ქმედებებში. ჩვენ გვსურს, რომ იგი იყოს ჯანმრთელად, თუმცა, ისიც მესმის, რომ სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გამოკითხვის დროს ისაუბრა.
„ცენტრ „ემპათიის“ მიზნები, როგორც ვატყობ რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებისგან. ჩვენ გვინდა პაციენტი იყოს კარგად, მე პირადად მთელი არსებით ვარ მოწოდებული ამისკენ. პირველი ხუთი თვის განმავლობაში სულ რაღაც ორჯერ გამოვჩნდი მედიასთან, რომ არ გამეკეთებინა არანაირი განცხადება, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა პაციენტის პოზიცია. მე არ ვერევი არც მის სურვილებში, მისწრაფებაში – იპოვოს თავისუფლების გასაღები, ეს მისი უფლებაა. მგონი ყველა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა და სწორედ ამისთვის მივდივართ ყველაფერზე. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ და მოვაწერ ხელს. შესაბამისად, მე ყოველთვის ვრჩები ექიმად, ჩემი თანამშრომლები ყოველთვის რჩებიან სამედიცინო მრწამსის, ეთიკის მხარეს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, არ ვერევით მისი დაცვის მხარის ქმედებებში. ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად. თუმცა, ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია. ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სიტყვით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეტ-ნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ მომხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში. მაგრამ ის საკვები, რაც პაციენტთან ყოველდღიურად მოდის, მითუმეტეს მათ იციან, რომ დიაგნოზში არის კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავზე კონკრეტული ცვლილებები, რომ მაგალითად ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის შავ პურზე წასმულის მოტანა, არ ვიცი რაში წერია“,- განაცხადა ნადირაძემ.