ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „სპეციას“ ესტუმრა და ქართველის შესანიშნავი თამაშით 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობით გამოირჩეოდა. მისი გაჩერება უჭირდათ და მე-16 წუთზე ხვიჩასთანუხეშობისთვის „სპეციას“ მცველმა ეტან ამპადუმყვითელი ბარათი მიიღო. 37-ე წუთზე ქართველმა თავადმსხმელმა სახიფათოდ დაარტყა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.
ხვიჩამ გოლი 47-ე წუთზე გაიტანა – მცველმა ხელით ითამაშა და მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
კომენტარები