ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
გუშინ ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და ოქროს მედალი მოიპოვა.
კომენტარები