„საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის N2 სასჯელაღარულების დაწესებულებიდან ბათუმში გადაიყვანეს.
იოსებ ჯანაშიას თქმითვე, ესებუას დღეს ახალ ბრალს წარუდგენენ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.
“ბათუმში გადაუყვანიათ, ჩავედი ქუთაისში და იქ გავიგე. ახლა მივდივარ ბათუმში და იქ მოვა გამომძიებელიც, როგორც ვიცით, დაკავების დროს მისგან იარაღია ამოღებული და ამასთან დაკავშირებით. მე ვვარაუდობ, რომ ძმა რადგან არის ქუთაისის ციხეში, ამიტომ გადაიყვანეს ბათუმში. ერთ ციხეში ოჯახის წევრების ყოფნა არ არის რეკომენდირებული”, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.
„თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.