უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო იერიში ტერორია, რომელიც შესაჩერებელია.
„მტერმა დღეს დილით, სულ მცირე, 70 რაკეტა გამოუშვა მორიგი მასირებული შეტევისას. სულ მცირე, 60 რაკეტა ჩამოვაგდეთ. მათი სამიზნე იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ოჯახებს!“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რამდენიმე რაკეტამ მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
„ეს რაკეტები ნატოს, კოლექტიური უსაფრთხოების გამოწვევაა. ეს არის ტერორი, რომელიც უნდა შეჩერდეს. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები