გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი გავრცელებულ “ფეიკ” ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, “საქართველოში, ღამის 3:18 საათზე, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრაა მოსალოდნელი”.
სუხიშვილის თქმით, მსგავსი სახის ინფორმაციებს მოსახლეობა არ უნდა ენდოს.
“მიწისძვრის პროგნოზი არ კეთდება, თუ თარიღს და საათს გეუბნებიან, არ უნდა დაიჯეროთ – სულ რომ იუთუბერმა გითხრათ, მაინც არ ენდოთ”,- წერს სუხიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები