ხელვაჩაურში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გენადი სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ის საკუთარ მანქანაში ნახეს – ჟურნალისტმა თქვა, რომ კაცს ტყვია გულის არეში აქვს მოხვედრილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სურმანიძე უწყების შექმნის დღიდან მუშაობდა მათთან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, რიგით თანამშრომლად.
საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით.
კომენტარები
