საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე.
მისი თქმით, სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ განიხილავენ.
„როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად”, – აცხადებს ჯაღმაიძე.
კომენტარები