20 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა მიესაჯა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა გადაწყვეტილება 31 წლის სოფო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 17 თებერვალს გამოაცხადა:
„როინ მებონია დამნაშავედ იქნას ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პრიმა და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. სს საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მსჯარდებულმა დანიშნული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში. შპს. აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. გამოჯანმრთელების შემდეგ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით“.
