Politico შეთანხმებაზე წერს, რომელიც ევროპარლამენტის ქვეკომიტეტსა და კატარის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას შორის, თუმცა სააგენტოს ცნობით, ეს შეთანხმება ოფიციალურად არ არსებობს.
როგორც Politico წერს, ყველაფერერი 2020 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ევროპარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მონაწილეობადა დისკუსიაში, რომელიც დოჰაში, სასტუმრო Ritz Carlton-ში იმართებოდა.
მათივე ცნობით, ეს კონფერენცია მოულოდნელი არ ყოფილა. მისი საფუძველი 2 წლით ადრე დაიწყო, როდესაც ევროპარლამენტის მაშინდელმა წევრმა, პიერ ანტონიო პანცერიმ ხელი მოაწერა ნახევრადოფიალურ შეთანხმებას კატარის მთავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან.
პაქტი, რომელსაც პანცერიმ ხელი ევრპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის რანგში მოაწერა აკავშირებს ევროკავშირის ქვეკომიტეტს კატარის ადამიანის უფლებების კომისიასთან.
როგორც Politico წერს, ევროპარლამენტის მონაცემებით, ეს შეთანხმება ოფიციალურად არ არსებობს – ის განსახილველად კანონმდებლებისთვის არ გადაუციათ. „ევროპარლამენტს არ აქვს მტკიცებულება ამ დოკუმენტზე“, – ამის შესახებ საგენტოს ევროპარლამენტის პრეს-ატაშემ განუცხადა.
ამასთან, როგორც Politico წერს, პანცერიმ ამ შეთანხმებას ხელი 2018 წლის 26 აპრილს მოაწერა.
16 თებერვას ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
საუბარია ბელგიელ მარია არენაზე და იტალიელ ალესანდრა მორეტიზე, რომლებიც კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული კოლეგის, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში არიან ნახსენები. კოცოლინოს დაკავების ორდერი ბელგიელმა მოსამართლემ, მიშელ კლეზმა 10 თებერვალს გასცა.
დოკუმენტის თანახმად, არენა და მორეტი, ანდრეა კოცოლინოსთან და კიდევ ერთ დაკავებულ ევროდეპუტატთან, მარკ ტარაბელასთან ერთად, მოქმედებდნენ ყოფილი ევროპარლამენტარის, პიერ ანტონიო პანცერის მითითებით, რომელიც ევროპარლამენტში შექმნილი დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელი იყო. პანცერიმ ბრალი აღიარა და ბელგიურ პროკურატურასთან თანამშრომლობს.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
