ჰონგ – კონგის პოლიციამ, ჩრდილოეთ ტაი – პოს რაიონში დანაწევრებული სხეული იპოვა. არსებული ინფორმაციით, ის 28 წლის მოდელს, ები ბოის ეკუთვნის.
უწყების ინფორმაციით, მოდელის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შეტყობინება ოთხშაბათს შევიდა, ხოლო პარასკევს ის ნაქირავებ აპარტამენტში იპოვეს. ადგილზე აღმოჩნდა ელექტრო ხერხიც.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები