უკრაინის მთავრობის მეთაურმა დენის შმიგალმა ისაუბრა უკრაინელი ერისა და რუსეთის საზოგადოების შერიგების შანსებზე იმ სისხლიანი ომის შემდეგ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.
გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინელები ასი წლის განმავლობაშიც არ იქნებიან მზად ასეთი სცენარისთვის, რადგან ამისთვის რუსები შინაგანად უნდა შეცვალონ.
“შერიგება, თანამშრომლობა – არა, არა იქნება მომდევნო ასი წლის განმავლობაში. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს. მოხდეს დემოკრატიზაცია, დემილიტარიზაცია და დენუკლეარიზაცია”, – განაცხადა მან.
უკრაინის მთავრობის მეთაურმა რუსეთის ფედერაციასთან ომში ერთადერთი შესაძლო კომპრომისი დაასახელა – მტრის ჯარების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან 1991 წლის საზღვრამდე. რუსებმა უნდა შეწყვიტონ სროლა და შეაჩერონ აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
