“ბი ბი სი”-ს ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას შვილი პშემისლავ ვალენსა ქალაქ გდანსკში, საკუთრ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
43 წლის მამაკაცის ცხედარი ნათესავებმა აღმოაჩინეს. მის სხეულზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირებულა.
სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ლეხ ვალენსას და მის მეუღლეს დანუტას ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავს.
Gazeta Wyborcza-ს ინფორმაციით, პშემისლავ ვალენსას ახალგაზრდობაში ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ის რამდენჯერმე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.
კომენტარები