სამეფო კარის ექსპერტმა, მწერალმა ტომ ბაუერმა ახალ რეპორტაჟში აქამდე უცნობი ამბების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობა დაქორწინებამდე აბსოლუტურად სხვანაირი იყო. მისი თქმით, მარკლს სამეფო ოჯახის მიმართ დიდი მოლოდინები და მცდარი წარმოდგენა ჰქონდა. ფიქრობდა, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესთან ერთად სიმდიდრეში ჩაფლული ზღაპრულ სამყაროში იცხოვრებდა.
ტომმა აღნიშნა, რომ პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ მეგანი იმედგაცრუებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მისი ქმარი მილიონერი არ აღმოჩნდა. “მისთვის დიდი სიურპრიზი და იმედგაცრუება იყო ის, რომ პრინც ჰარის ძალიან ცოტა ფული ჰქონდა. მეგანმა წინასწარ წარმოიდგინა, რომ მის ქმარს, მილიარდი თუ არა, ასობით მილიონი მაინც ექნებოდა.” – ამბობს ბაუერი Daily Mail-თან.
სამეფო ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ში გადასვლის შემდეგ მარკლი სწორედ ამიტომაა ასე აქტიურად ჩართული დოკუმენტური ფილმებისა და პოდკასტების გადაღებებში, რომ უზარმაზარ თანხებს უხდიან. მისთვის ეს შემოსავლის ახალი გზაა, რომლის მიღებაც სამეფო ოჯახში ცხოვრებით ვერ მოახერხა. მემუარებისთვის პრინცმა ჰარიმ 16 მილიონი ევრო მიიღო, 109 მილიონი მას და მის მეუღლეს Netflix-მა და Spotify-მ გადაუხადა.