გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებასა და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
„უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვცა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ასევე არის საკმარისი მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რომ შევქმნათ ომში გამოყენებული იარაღის სარემონტო შესაძლებლობები, უკრაინის გარეთ მდებარე ადგილებში“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალის წარმოებას, როგორც იმ იარაღისთვის, რომელიც ჩვენ თვითონ მივაწოდეთ [უკრაინას], ასევე იმ იარაღისთვის, რომელიც მოდის იმ მარაგებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კომენტარები
