სპეციალური საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა ზურა ვარდიაშვილმა მათთან საუბარში სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ან შეურაცხყოფის ფაქტი არ დაადასტურა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან დაფიქსირებულ შეტყობინებაზე უსწრაფეს რეაგირებას ახდენს და შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გუშინ, ღამევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ზურა ვარდიაშვილთან გასაუბრების მიზნით სატელეფონო კომუნიკაცია განახორციელა.
სატელეფონო საუბრისას გამომძიებლის მხრიდან შეკითხვაზე, ადგილი ჰქონდა თუ არა მის მიმართ ძალადობის, ან რაიმე სახის შეურაცხყოფის ფაქტს, მან აღნიშნული უარყო. ასევე, ზურა ვარდიაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებაზეც უარი განაცხადა“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.