პარლამენტთან აქციის დროს დაკავებულებიდან 7 პირი გათავისუფლებულია.
გათავისუფლებულთა შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი პატარაია. უფლებადამცველებმა პროცესზე მტკიცებულებების წარდგენისთვის ვადა მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. შვიდივე ბრალდებულის პროცესი 22 მარტამდე გადაიდო. ნაწილი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილის პროცესი კი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
2 მარტს სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე სულ 36 პირი დააკავეს.
კომენტარები