საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს ვირტუალურ ფორმატში შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და აზიის განვითარების ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი, დეივიდ კავენა.
ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ ტომპსონს აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ბანკს საქართველოსთვის სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო 2024 წლის მაისში, თბილისში აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიით გათვალისწინებული მიმართულებების მნიშვნელობაზე, ასევე, საერთაშორისო მასშტაბის იმ პროექტებზე, რომლებზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების.