ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს იმას, რომ რუსული ძალები მალე დაიკავებენ ქალაქ ბახმუტს.
სტოკჰოლმში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ „არ გამორიცხავს, რომ ბახმუტი უახლოეს დღეებში შეიძლება დაეცეს“.
სტოლტენბერგის თქმით, „ეს სულაც არ ასახავს ომის რაიმე გარდამტეხ მომენტს“ და დასძინა, რომ კონფლიქტი დონეცკის აღმოსავლეთში „უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი“.
7 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებს გზა გაეხსნებათ აღმოსავლეთ უკრაინის საკვანძო ქალაქების დასაპყრობად, თუკი ისინი ბახმუტზე კონტროლს დაამყარებენ.
კომენტარები