საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევა კარგი ნიშანია, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები.
„ქართველები გავიდნენ ქუჩებში, რათა გამოხატონ საკუთარი სწრაფვა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და თვალსაჩინო. განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ კარგი ნიშანია, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები“, – წერს ბორელი.
კომენტარები