ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტს ომის დანაშაული უწოდა.
„რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგო ქსელის წინააღმდეგ ომის დანაშაულია. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ პროგრესის მიღწევა უკრაინის რეფორმების განხორციელების მცდელობაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.
Spoke today with @ZelenskyyUa following the indiscriminate
missile attacks on Ukraine last night.Russia’s deliberate targeting of civilians and energy grid is a war crime.
It strengthens our common resolve to continue progress in Ukraine’s reform efforts on their 🇪🇺path.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 9, 2023
