პატიმარ ბელა როგავას სასტიკი წამების საქმეზე ბრალდებულ მეგის ქარდავას პროცესი ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
სხდომაზე დაზარალებული და ნაწამები ქალი უნდა დაეკითხათ, თუმცა სასამართლომ, დაცვის მხარის შუამდგომლობის გათვალისწინებით, ბელა როგავას დაკითხვა გადადო. ამ წუთებში სასამართლოს კითხვებს ის პოლიციელი პასუხობს, რომელიც როგავას დაკავებაში მონაწილეობდა.
„ხდებოდა ჩემი პიროვნების დემონიზირება, ეს ყოველივე ხდებოდა მასობრივი საშუალებებით, რითაც ირღვეოდა ჩემი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს სასამართლოში მთელი რიგი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს დღესაც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ჩემ მიმართ პოლიტიკური და დისკრიმინაციული დევნა“, – განაცხადა მეგის ქარდავამ პროცესზე.
