ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. 22 წლის შემტევმა ლიგის ვებ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. გარდა ამისა „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მეორედ მიიღო. კვარაცხელიას „ნაპოლი“ დღეს საკუთარ სტადიონზე ბერგამოს „ატალანტას“ მიიღებს და ხვიჩას სწორედ ამ შეხვედრის წინ დააჯილდოებენ. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები