დღეს გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა (16-4) რუსი პიოტრ იანი (16-5) UFC-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა.
სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
მერაბ დვალიშვილს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს, სულ კი მის ანგარიშზე 19 შეხვედრიდან 15 გამარჯვებაა. რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი დივიზიონის მეორე ნომერი გახდა.
კომენტარები