ირანში სკოლის მოსწავლე გოგოების მოწამვლის ბრალდებით 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, IRNA-მ განაცხადა, რომ ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა სპეცოპერაცია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩაატარეს, მათ შორის დედაქალაშიც.
CNN-ის ცნობით, ზოგიერთი ირანელი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ გოგოები, შესაძლოა, რელიგიური ჯგუფების სამიზნე იყვნენ, რომლებიც მათ განათლებას ეწინააღმდეგებიან. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მოქმედ დისიდენტურ ირანულ მედიასთან და ასევე მონაწილეობდნენ საპროტესტო გამოსვლებში.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული, მოწამვლის შედეგად ქვეყნის 25 პროვინციაში, 230-მდე სკოლაში 5 000-ზე მეტი მოსწავლე დაზარალდა.
კომენტარები
