“ტვ პირველის” ჟურნალისტმა და თოქ-შოუების წამყვანმა მაია მამულოაშვილმა არხი დატოვა. მამულაშვილიც და არხის ხელმძღვანელობაც, უარყოფენ ამ გადაწყვეტილების კავშირს საერდაქციო პოლიტიკასთან.
მამულაშვილი 5 მარტს, “დღის ამბების” ღამის გამოშვების შემდეგ, ეკრანზე აღარ გამოჩენილა.
რა ხდება?
მაია მამულაშვილმა გვითხრა, რომ:
ამ ეტაპისთვის შეწყვიტა ჟურნალისტური საქმიანობა, რადგან დაიწყო თანამშრომლობა უცხოური კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში — “ფიზიკურად ვეღარ ვეტეოდი დროში, რომ ამის პარალელურად შემეთავსებინა ტელევიზიაში მუშაობა”.
“მაია წავიდა პირადი მოტივით. სჭირდება უფრო მეტი დრო ოჯახისთვის. დიდი ხანი ფიქრობდა სატელევიზიო ტაიმ-აუტზე, თუმცა, მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენიმეჯერ გადადო” — ამბობს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.
წყარო: მედიაჩეკერი