რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 8 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, – ინფორმაციასუკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანებულია 8 მაღალსართულიანი კორპუსი და სატრანსფორმატორო ქვესადგური”, – წერს კირილენკო “ტელეგრამში“.
მისი ინფორმაციით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად 1 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კომენტარები