უკრაინის სახედრო სარდლობა ქალაქ ბახმუტის დაცვას ერთხმად ემხრობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ხელმძღვანელობა აღმოსავლეთის მიმართულების დაცვას უზრუნველყოფს.
„ჩატარდა შტაბის სხდომა. იყო მთავარსარდლის, დაზვერვის, სამეთაურო მიმართულებების მოხსენებები. ძირითადი აქცენტი არის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“ და ბახმუტი. იყო მთელი სარდლობის მკაფიო პოზიცია: გავაძლიეროთ ეს სექტორი და გავანადგუროთ ოკუპანტები მაქსიმალურად. გენერალმა ტრნავსკიმ ისაუბრა ტავრიაზე. ეს არის დონეცკის რეგიონის ტერიტორიების ნაწილი, სამხედრო მოქმედებების სამხრეთ ტერიტორიების ნაწილი. გენერალმა მოსკალევმა ისაუბრა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ოდესას“ ვითარებაზე. გენერალი ნაიევი ჩრდილოეთის შესახებ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
