რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა.
ექიმების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა მათივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
„შემოვიდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში. ის გახლდთ კონტაქტური, ადეკვატური. ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ, ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა სტაბილური”, – აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, ალექსანრე წივწივაძე კანოე-კაიაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია.