ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ვაჟმა, დიეგო მარადონა-უმცროსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 10-ნომრიანი მაისურით თამაშს იმსახურებს.
„10 ნომერი კვარაცხელიასთვის? ვიმეორებ, რაც ვთქვი ინსინეზე. მაშინ იმედი მქონდა, რომ ამ ნომერს მიიღებდა, ახლა მინდა, „ნაპოლის“ 77 ნომერმაც ოდესღაც ეს მაისურა მიიღოს. კვარა დიდი მოთამაშეა, ძალიან ძლიერია, მაგრამ ათიანის ტარება დიდი პასუხისმგებლობაცაა“, – განუცხადა იტალიურ მედიას ლეგენდარული თავდამსხმელის შვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ლეგენდარული არგენტინელი კაპიტნის პატივსაცემად 2000 წლიდან ხმარებიდან ამოიღო 10-ნომრიანი მაისურა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების 22 წლის ლიდერმა „ნაპოლიში“ 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. მან ასევე 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ქართველ გარემარბს კვარადონა შეარქვეს.