საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიგო. ინფორმაციას საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
„იტალიაში ქ. პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეები ასპარეზობდნენ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა! ჩინეთის და ტაილანდის ეროვნული ნაკრებების შემდეგ ჩვენმა გოგოებმა პოლონეთის უძლიერეს გუნდს ფინალში უშანსოდ 45:30 მოუგეს და ოქროს მედლები არავის დაუთმეს“ , – აღნიშნულა კომიტეტის განცხადებაში.
კომენტარები