შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აღინიშნა სადაც პერფორმანსი – „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიმართა.
რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობითა და ნიკოლოზ წულუკიძის შესრულებით, ასევე, ანსამბლ „სუხიშვილებთან“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრსა და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან ერთად, გაცოცხლდა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ქართული თეატრის იდუმალი ამბები და მოგონებები, რომლებიც დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს და ხშირად ფარდის მიღმა რჩება.
საღამოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კომენტარები