შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდოდ, გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
ამის შემდეგ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. მამაკაცი ამ დროისთვის ხაშურის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის დღეს დილით ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
კომენტარები