ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ვაშინგტონი“ 116:109 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21:40 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა.
77 მატჩის შემდეგ „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 3 აპრილს, „ნიუ-იორკის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები