ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ დამასკოში, მეზეჰის ავიაბაზაზე რამდენიმე ავიადარტყმა განახორციელეს, – იუწყება სირიული გამოცემა Al-Masdar News.
ავიადარტყმების შედეგად სამხედრო აღჭურვილობის საწყობი განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმები აშშ-სგან ახლახან შეძენილი მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლის მეშვეობით განახორციელეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა სირიის არაბული არმიის წინააღმდეგ ამ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი გამოიყენა.
„სირიის შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს საპასუხო ქმედებების შესახებ აფრთხილებს“, – ნათქვამია სირიის არმიის სარდლობის განცხადებაში.
ავიადარტყმების შედეგად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კომენტარები