გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში იმყოფება. ანგელა მერკელმა ოფიციალური შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და ქვეყნის მონარქთან, შემდეგ კი ბრიუსელის მთავარ მოედანზე გაისეირნა.
გერმანიის კანცლერი ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტშიც მიიწვიეს და საპატიო დოქტორის წოდებაც მიანიჭეს.
ანგელა მერკელმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ევროპამ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად დამატებითი თანხები უნდა გაიღოს.
კანცლერს არ უხსენებია დონალდ ტრამპი, თუმცა აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში მჭიდრო თანამშრომლობის მუდმივი გარანტია არ არსებობს.
კომენტარები