პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” ფარგლებში ათ მისამართზე ათასამდე ბინის მშენებლობა დაიწყო. პროგრამის თანახმად, ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.
პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს. ავარიული სახლების ადგილზე ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან ერთად გაეცნო.
კომენტარები