სტამბოლში ზეიტინბურნუს ოლქში შენობის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა dailysabah ავრცელებს.
ოლქის გუბერნატორმა ალი ტაშკინ ბალაბანმა ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
შენობის ჩამონგრევის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო და შემთხვევის დროს შიგნით არავინ იმყოფებოდა. გარდაცვლილი და დაშავებულები, ძირითადად, შემთხვევითი გამვლელები არიან.
კომენტარები