საგარეჯოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. რამდენიმეწუთიანმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის საკარმიდამო ნაკვეთები, სავარგულები და ვენახები დააზიანა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
ქარიშხალმა მოგლიჯა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. სპეციალური კომისია სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს.
კომენტარები