საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის.
უწყების ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.
კომენტარები