ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად ასამდე მიგრანტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
”ბი-ბი-სის” ინფორმაციით, გემი, რომელიც იტალიისკენ მიემართებოდა, ლიბიის სანაპიროდან 50 კილომეტრში ჩაიძირა. იტალიის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხი მიგრანტის გადარჩენა მოახერხეს, რვა კი გარდაცვლილი იპოვეს. ასამდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
რომელი ქვეყნიდან იყვნენ მიგრანტები, ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები