უკრაინაში კვლავ მიზანმიმართულად იბომბება საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულებები – იერიშებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. რუსულმა სამხედრო ძალებმა სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს ხარკოვის ოლქში.
9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დაბომბვას დონეცკის ოლქში. დაშავებულია 22 ადამიანი. ოკუპანტებმა 55 საარტილერიო ჭურვი გაისროლეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
9-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სლოვიანსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
კომენტარები