საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გივი მაჭარაშვილი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.
მერვედფინალსა და მეოთხედფინალში მან მოლდოველი და თურქი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი მურაზ მჭედლიძეს აჯობა, რომელიც უკრაინის სახელით გამოდიოდა.
დღეს, გადამწყვეტ შეხვედრაში მაჭარაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი იქნება. კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე, რობერტ დინგაშვილი და ედემი ბოლქვაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 20:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარები